Saturday, July 25, 2020

ქვების მხატვრობა

მასტერკლასი
           ზაფხულია. ცხელა და ბავშვების უმრავლესობა ზღვაზე ისვენებს. ისინი გვთხოვენ რომ ვასწავლოთ ქვების მოხატვა. ჩვენი საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და ვიწყებთ მასტერ კლასს ქვების მხატვრობაზე. 
1. მოიმარაგეთ მასალები


1. საღებავები:  შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მუქი ყავისფერი, დამწვარი ყვითელი-ოხრა, შინდისფერი, მწვანე და ..  სასურველია რომ იყოს აკრილი ან გუაში.

2. ფუნჯები:  საშუალო და პატარა ბრტყელი, პატარა მრგვალი, გამოგადგებათ თვალის ლაინერიც.

3. ფიქსატორები:  ფანქარი, საშლელი, ფლომასტერები და ლაქი. (გამოგადგებათ როგორც ფრჩხილის ლაქი, ასევე ,,პულვიზატორის"ლაქი).

4. ქვები მოძებნეთ პატარა მრგვალი ან ოვალური ქვები, როგორც ეს მოცემულ ფოტოშია. ამ პროექტისთვის მე ავირჩიე ის ქვა, რომელიც ცენტრში ხედავთ.


ქვების გადაქცევა ხოჭოებად

დავიწყოთ ესკიზის შექმნა


1.  ფანქრის გამოყენებით, ქვა დავყოთ სამ ნაწილად. ცენტრის ნაწილი იყოს უფრო დიდივიდრე ნაპირა ნაწილები.


                                      


2.  გამყოფი ხაზებზე შემოვხაზოთ მრუდი, ისე რომ  ზოლს  ჰქონდეს ფრთები.





3. ზოლის ცენტრში ჩვენ ჩავხაზოთ სამკუთხედი ისე, რომ   ღია ფრთებს წააგავდეს.



4.  ახლა ჩვენ ქვის მესამე ნაწილში ჩავხატოთ ყვავილის ფურცლის მსგავსი სამკუთხედი ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.


5.  დავაკვირდეთ მოცემულ სურათზ და შავი ფერის საღებავითა და წვეტიანი ფუნჯით გავაკეთოთ კონტურები.


6. შემდეგ გავაფერადოთ ფრთები თეთრად.




7. შემდეგ შუა ნაწილი გავაფერადოთ მუქ ყავისფრად


8. სხეულის ყავისფერ ნაწილზე  გავუკეთოთ მუქი  ფერის ზოლები .



9. შეგვიძლია ზოლებს შორის გამოვიყენოთ ყვითელი ოხრა, რომელიც მეტ რეალობას შესძენს და სიმრგვალესა და ამობურცულობას მეტად დააფიქსირებს.



10. ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ფრთებს. სასურველია დავხატოთ ნათელ ფერებში, რომ რელობას წააგავდეს. მე შევარჩიე ფორთოხლის ფერი, რომელიც მივიღე წითლისა და ყვითლის 2 ფენად დადებით.


11. ახლა ფრტებზე დავხატოთ შავი ფერის ბურთულები. ნუ შევეცდებით ნამდვილ სიმრგვალეს, რადგან ბუნებაში მთლად სიზუსტე არასოდეს ხდება.


12. ქვის დარჩენილი ნაწილი დავფაროთ შავი ფერის საღებავით


13. დავხატოთ დავი. შემოვავლოთ თეთრი ფერის წრე. გავუკეთოთ 2 წერტილი 2თვალისთვის და შემოვუხაზოთ თეთრი წრე პირის ღრუსათვის.




14. თეთრი ფერის ლაინერით დავხატოთ  ანტენები.



15. დავაკვირდეთ სქემას და მოვხატოთ ფრთები თეთრი ლაინერით ან წაწვეტებული ფუნჯით.

        

16. პატარა მრგვალი ფუნჯის გამოყენებით შევღებოთ ფრთები წყალში გახსნილი საღებავით თხლად ისე,  რომ შიგნიდან ჩანდეს მისი სხეული


17. თეთრი ფერის ლაინერით ფრთებზე გავუკეთოთ შტრიხები.



18.  ჩვენი ხოჭო დასრულებულია. დავფაროტ იგი ლაქით და გადავხედოთ ფოტოს, სადაც ჩვენი სურვილისა და გემოვნების შესაბამისად შეგვიძლია დეტალების შეცვლა.







ახლა კი უყურეთ მსგავს ვიდეოებს. ისიამოვნეთ და გაერთეთ ჩემო პატარა მეგობრებო!
1.


2.


3. 
~


4. 



5.




6.




7.




8.


თუ თქვენ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც წააწყდებით კლდის ქვებს ან მარმარილოს ნატეხებს, შეგიძლიათ ისიც გონივრულად გამოიყენოთ.











No comments:

Post a Comment