Tuesday, June 30, 2020

ქართული მითოლოგია

ქართული მითილოგია


      ამ გვერდზე შემოგთავაზებთ ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრებს, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება.





         თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.



         ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთებისგმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.


ეს არის ბორჯღალი, რომელიც თავისუფლებისა და მარადისობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ მითოლოგიაში მოხსენიებულია როგორც „წარმომქმნელი“. ბორჯღალის ყველა თავი მოხსენიებულია, როგორც ცხოვრების შვიდი ეტაპი.
          ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.
ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.
ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ)ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.
ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.
         ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.



ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.




სურათზე გამოსახულია ქართული ანბანი, ვარსკვლავები, იბერიელი ქურუმი.
ასევე: მარცხნივ მოცემულია ბორჯღალი და მარჯვნივ მთვარე.
ქვემოთ არის წარწერა “ანბანთ უფალი”
ანუ ქართული ენა – ღმერთის ენაა!
სამყარო ქართულ ენაზე ლაპარაკობს!
ქართული ენა არის სამყაროს მოწყობის პრინციპი, სამყაროს გენეტიკური კოდია ქართული ენა!
სრულყოფილი სამყაროული ინფორმაცია ქართულ ენაშია!
სამყარო ერთ ენაზე ლაპარაკობს ( ამას ვაჟა-ფშაველაც აღნიშნავს )
და ეს ენაა ქართული!
ქართული ენა არის პირველწყარო საწყისი ყველა სხვა ანბანისა და ენისა!
ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს!
რაც შეეხება ბორჯღალს:
შვიდ ქიმიანი ბორჯღალი კოსმიური დატვირთვის მატარებელია და შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუშია.
7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:
  1. მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარ
ყამარი — ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტი პრომეთესთან არის დაკავშირებული).

2.   ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური

ჯუმა ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერების, მწყემსთა და საქონლის მფარველი ღვთაებაა.მეგრული "ჯუმა" ოჯახის ფუძის, ადგილის, ნერჩის მფარველი ღვთაებაა, განასახიერებს სიკეთესა და სიმტკიცეს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხევსურული "ჯიმაღი" და "ჯუმა" ერთი და იგივეა, ჰერმეს-მერკურის ღვთაებაა და ჰერმესის მსგავსად, მოგზაურთა, ნახირთა და საძოვართა მფარველია.
  1. მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
  2. მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
  3. დიო (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
  4. ზუალი — სატურნი
  5. ჰელიო(იგივე არდი) —მზე




Thursday, June 25, 2020

ვისწავლოთ ხატვა

ვისწავლოთ
 ხატვა
მარტივად






მარტივი ხატვა თანამედროვე მეთოდებით




ვისწავლოთ გემრიელი სალათები

ვისწავლოთ გემრიელი სალათები


ზაფხული სალათების სეზონია.
იგი გრილი, ადვილად მოსანელებელი, ორგანიზმისთვის სასარგებლო და აუცილებელი კერძია.
რადგან ბავშვებს მისი კეთება ძალიან გეხალისებათ, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც ძალიან  იოლი გასაკეთებელი,  ძალიან სახალისო და რაც მთავარია ძალიან გემრიელია.








Monday, June 22, 2020

ვისწავლოთ კვერცხების გაფორმება

გეპატიჟებათ
 თამარის საზაფხულო სკოლა 
2020 

შეგიძლიათ გააფორმოთ კვერცხები და შექმნათ სხვადასხვა დეკორაცია.
1. მოიმარაგეთ და დაამუშავეთ კვერცხები


2. გააფორმეთ ქაღალდის ხელსახოცებით. (დეკუპაჟის მეთოდი).



3. მოხატეთ საღებავებით ან მარკერებით.



ვიწყებთ ზაფხულის ნაყოფიერად გატარებას!
გეპატიჟებით ყველას !! 

ვისწავლოთ გიტარაზე დაკვრა

მოგესალმებათ
 თამარის საზაფხულო სკოლა 
2020 წ
__________________
ალბათ ბევრი თქვენგანი დაინტერესებულია იმით, რომ ისწავლოს გიტარაზე დაკვრა. ზაფხული კი, შესანიშნავია ოცნებების ასახდენად.
გადავწყვიტე, დაგეხმაროთ, შეგირჩიოთ ვიდეოები  და ეტაპობრივად გასწავლოთ გიტარაზე დაკვრა.  












Sunday, June 21, 2020

საზაფხულო სკოლის წევრები


         საზაფხულო სკოლის წევრები 



            

                      

          









გავაცოცხლოთ ზღაპრები

მოგესალმებათ
 თამარის საზაფხულო სკოლა 
2020 წ





ვიწყებთ ზაფხულის ნაყოფიერად გატარებას!
გეპატიჟებით ყველას გაცოცხლებული ზღაპრების სამყაროში!! 

         როგორ?
* წაიკითხეთ ზღაპრები;
* დაამზადეთ პერსონაჟები; 
* შეურჩიეთ შესაბამისი ფონი; 
* აალაპარაკეთ პერსონაჟები და გააცოცხლეთ ზღაპარი.

გადაიღეთ ვიდეო და გადმოაგზავნეთ ელ. მისამართზე:  


ta.khizanishvili @gmail.com












       

დავხატოთ რებუსები

გეპატიჟებათ
 თამარის საზაფხულო სკოლა 
2020 



ვიწყებთ ზაფხულის ნაყოფიერად გატარებას!
გეპატიჟებით ყველას !! 


თემა: რებუსი
რებუსი არის გამოცანა, თვალსაჩინო გამოთქმა სიტყვა ან ფრაზა, რომელიც გადმოცემულია სურათების,  ნიშნებისა და ასოების კომბინაციით.
______________________________

რებუსების მოფიქრება ერთობ სახალისო რამეა. შეგიძლიათ მოთხრობა ან ზღაპარიც კი დაწეროთ რებუსებით. მოდით, თქვენც სცადეთ და მოიგონეთ რებუსები .
იქნებ  პრეზენტაციის გაკეთებაც შეძლოთ ქვემოთ მოცემული პროგრამის საშუალებით.




  
მადლობას ვუხდით  ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, თეა ქავთარაძეს საუკეთესო რესურსის მოწოდებისთვის